გიგი უგულავა - პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს ქუდზე კაცი შევიკრიბებით, მოუწევთ ჩვენთვის თვალებში ჩახედვა და ჩვენს სხეულზე გადაბიჯება, რომ პარლამენტში შევიდნენ
გიგი უგულავა - პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს ქუდზე კაცი შევიკრიბებით, მოუწევთ ჩვენთვის თვალებში ჩახედვა და ჩვენს სხეულზე გადაბიჯება, რომ პარლამენტში შევიდნენ

პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს ყველანი, ქუდზე კაცი აქ შევიკრიბებით, მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა და ჩვენს სხეულზე გადაბიჯება, რომ აქ შევიდნენ და ივანიშვილს ის „გაუპრავონ“, რაც მისთვის ქართველ ხალხს არ მიუცია და არ ეკუთვნის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

„როცა ძალით ფურცელზე შეკოწიწებული ივანიშვილის პატიოსან გვამთა ერთობა, რომელსაც ისინი უწოდებენ პარლამენტს, გადაწყვეტს, ამ შენობაში შეკრებას, ანუ ე.წ. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს, ყველანი, ქუდზე კაცი აქ შევიკრიბებით, მათ ჩვენს თვალებში ჩახედვა და ჩვენს სხეულზე გადაბიჯება მოუწევთ, რომ აქ შევიდნენ და ივანიშვილს ის „გაუპრავონ“, რაც მისთვის ქართველ ხალხს არ მიუცია და არ ეკუთვნის.

მათ ვესაუბრებით და ერთ რამეს დააკვირდით – საქართველოს ისტორიაში არასოდეს მარტო დარჩენილი ხელისუფლება არ ყოფილა. დააკვირდით, რომ მათ ხელს აღარავინ აღარ ართმევთ. აღარ არსებობს პატარა მიკრო პარტიაც კი, რომელიც იტყოდა, ამათ მოუსმინეთ. ასე მარტო დარჩენილი ხელისუფლება ერთი მხრივ, სახიფათოა და მეორე მხრივ – დიაგნოზი, რომ ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.