გიგი უგულავა - ოპოზიცია გადაწყვეტილებას იღებს კანონისა და ჯანსაღი აზრის ფარგლებში, ვაგრძელებთ ბრძოლას, არ ვცნობთ ამ პარლამენტის უფლებამოსილებას
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ არ დააკონკრეტა, იზიარებს თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კენჭისყრის დღის შეფასების ანგარიშს.
ამასთან, გიგი უგულავა ამბობს, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმური არ არის და ამ პარლამენტის უფლებამოსილებას არ ცნობენ.
„ოპოზიცია ისევე, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, გადაწყვეტილებას იღებს თავად კანონისა და ჯანსაღი აზრის ფარგლებში. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ბრძოლას, თუ ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებს საზოგადოებას გადააყლაპავს, შეგვრჩება 2030-მდე კი არა, ბრეჟნევი მონაგონი იქნება. ლეგიტიმურობის საკითხს ვაყენებთ, ამ პარლამენტის უფლებამოსილებას არ ვცნობთ.
ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნის მიხედვით, ეს არჩევნები ხალხის ნებას ამცდარია და ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.