საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და საერთო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. მიუხედავად ამისა, ფართოდ იყო გავრცელებული ბრალდებები ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ და ასევე მმართველი პარტია და სახელმწიფო არ იყო მკაფიოდ გამიჯნული, რამაც შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა არსებითად შეცვლილ სამართლებრივ ჩარჩოში, რასაც წინ უძღოდა ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები, რამაც მოიტანა ზოგიერთი გაუმჯობესება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა საჭიროა მეტი ძალისხმევა რათა ხარვეზები აღმოიფხვრას.
ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად პანდემიისა, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იყო წარმართული, თუმცა საარჩევნო კომისიაში მმართველი პარტიის დომინირება ნეგატიურად აისახა კომისიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით კომისიის ქვედა დონზე.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და გამოწვევებით აღსავსე არჩევნების მონიტორინგში მიგვეღო მონაწილეობა. მე მივესალმე დამატებით ძალისხმევას, რომელის გაწევაც აუცილებელი გახდა სამზადისის პროცესში, ასევე მადლიერებას გამოვხატავ ყველა ადამიანის მიმართ, რომლებმაც სიმამაცე გამოიჩინეს და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, მიუხედავად უზარმაზარი პრობლემებისა, რაც პანდემიას უკავშირდებოდა“, – განაცხადა ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელონა გჟებრეა ხოჯამ.
მისივე თქმით, დამკვირვებლები მიესალმებიან არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და რეგულაციების გაუმჯობესებას, თუმცა ჯერ კიდევ მათივე განცხადებით, რჩება სამუშაო, რომლის შესრულებაც სჭიროა, რათა შეიქმნას უფრო მყარი საფუძველი დემოკრატიული არჩევნებისთვის.
ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოსმა ასკინ ბაკმა განაცხადა, რომ „ეს იყო მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს მმართველობის საპარალამენტო სისტემაზე გადასასვლელად.
„ქართველმა ამომრჩევლებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს დემოკრატიის მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, და ეს მოხდა პანდემიასთან დაკავშირებული პრობლმების ფონზე. ჩვენ თვალი მივადევნეთ კონკურენტულ არჩევნებს, რომლის დროსაც ფუნდამენტური თავისუფლებების და პროცედრურები საერთო ჯამში დაცული იყო. თუმცა, პროცესი ნამდვილად არ ყოფილა უნაკლო. ზოგიერთი საკითხმა იმპლემენტაციის დროს შექმნა არათანაბარი პირობები და ზეგავლენა მოახდინა საზოგადოების მხრიდან პროცესის ნდობაზე. ეს საკითხები უნდა გადაიჭრას“, – განაცხადა ოსმან ასკინ ბაკმა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნებზე პროცედურები უმეტესწილად დაცული იყო, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომები მოქმედებდა, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვა იშვიათად იყო დაცული, ან უბრალოდ შეუძლებელი იყო და ბევრ საარჩევნო უბნების გარეთ პარტიების კოორდინატორებისა და აქტივისტების ყოფნა დაშინების ხასიათს ატარებდა.
„მივესალმები ბევრ ქალს რომლებიც ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მუშაობდნენ“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მეთაურმა, პია კაუმამ. მისივე თქმით, მიესალმება საარჩევნო ბრძოლაში ქალების ჩართულობის გაზრდისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
„მრავალფეროვანი და პლურალისტული მედიაგარემო იყო პოლარიზებული პოლიტიკური ხაზებითა და ბიზნეს ინტერესებით, ყველა კერძო მაუწყებელი, რომლის მონიორინგიც ხდებოდა, იყო თვალსაჩინოდ მიკერძოებული. დამკვირვებლების თქმით, პოლიტიკური დისკუსიისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის პირობებში, და ძირითად პოლიტიკურ კონკურენტებს შორის მხოლოდ რამდენიმე დებატის პირობებში, ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევნების გაკეთების შესაძლებელობის მცირე შანის ჰქონდა.
მადლიერებას გამოვთქვამ იმ მამაცი ქართველი ამომრჩევლებისადმი, ვინც პანდემიის რისკის მიუხედავად, მივიდა საარჩევნო უბანზე და ხმა მისცა.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს არჩევნები საერთო ჯამში იყო თავისუფალი, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ არ არსებობს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ მკაფიო წესები, რაც ნეგატიურად აისახება არჩევნების სამართლიანობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს რაც შეიძლება მალე შეასრულოს ჩვენს მიერ დიდი ხნის წინ გაცემული რეკომენდაციები, რათა გააუმჯობესოს კანონები და რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებული საარჩევნო კამპანიის ზედამხედველობასთან“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ჩარჩო, საერთო ჯამში, უზრუნველყოფს მტკიცე საფუძველს დემოკრატიული არჩევნებისთვის, მაშინ როდესაც ბევრი ახალი შესწორება მისასალმებელია და გაუმჯობესება გამოიწვია.
ასევე გამოთქმული იყო შეშფოთება არჩევნების ადმინისტრირების, კამპანიისა და კამპანიის დაფინანსების კუთხით წესების ეფექტური იმპლემენტაციისა და აღსრულების მიმართ. დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ კანონმდებლობის ზოგიერთი ასპექტი და კამპანიის წარმოების კონკრეტული მეთოდები უპირატესობას ანიჭებს ავტორიტეტულ პოლიტიკურ პარტიებს და აზიანებს ახალ და პატარა პარტიებს. აქვე აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, კამპანიის დაფინანსების ჩარჩო, მათ შორის ხარჯების ლიმიტირება, ასევე სარგებელს აძლევს ავტორიტეტულ პოლიტიკურ პარტიებს.
„გუშინდელ არჩევნების კონკურენტულობას, სამწუხაროდ, ზიანი მიაყენა ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლების დაშინების შესახებ და ეს ბრალდებები ისმოდა როგორც არჩევნების წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. ასევე დამაზიანებელი იყო კამპანიის დროს მმართველი პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო ზღვარის სიმცირე“, – განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო დელეგაციის მეთაურმა, ჯილიან სტირკმა.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური როლი იმ სივრცეში სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, საერთო ჯამში დაცული იყო.