გიგი უგულავა - თემიდამ, თვალებახვეული რომ იყო, გამოიხედა, შეაფურთხა მოსამართლეს და მიიხედა, ისეთი რამეები აკეთა
ეს არ იყო პროცესი, ეს იყო სრული ფარსი, ამაზრზენი, თავიდან ბოლომდე ნიღაბი ჩამოიხსნა პროკურატურამ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიგი უგულავამ ნიკა ელიას პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს.
„პროკურატურა ორი თვის მანძილზე რასაც იტყუებოდა და მერე, რასაც იმეორებს „ქართული ოცნების“ ცახესი დეპუტატები, რომ მის ხელშია გასაღები, გადაიხადოს და გამოვიდეს, ეს ყველაფერი დასრულდა. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ პროკურატურა დაკომპლექტებულია უსინდისო აფერისტებით. დღეს ამ ბულბულაშვილმა ცალსახად თქვა, რომ ითხოვს პატიმრობას, მეტი სპეკულაცია უნდა დასრულდეს, დასრულდეს ტყუილი, თითქოს არ უნდა მაგრამ… ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს. ორი თვე ვაჭრობდნენ და მერეც გააგრძელეს პარლამენტში შესვლა-არშევლის საკითხზე, რომ ნახეს, არავინ შედის პარლამენტში, დააპატიმრეს ნიკა მელია. ეს არის სიმართლე, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და აფერისტობა. ეს მოსამართლე ამაზრზენი არარაობაა – აი, თემიდამ, თვალებახვეული რომ იყო, გამოიხედა, შეაფურთხა და მიიხედა, ისეთი რამეები აკეთა“, – განაცხადა უგულავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.