გიგი უგულავა - ხვალინდელი აქცია არის უწყვეტი პროტესტის დასაწყისი
გიგი უგულავა - ხვალინდელი აქცია არის უწყვეტი პროტესტის დასაწყისი

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმ ლიდერმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, ხვალინდელი აქცია არის უწყვეტი პროტესტის დასაწყისი.

„ჩვენ შევიკრიბეთ, რათა უკანასკნელი, ბოლო დეტალები გავიაროთ. ხვალინდელი აქცია არის უწყვეტი პროტესტის დასაწყისი. პროტესტი, ბუნებრივია, ეხება პირველ რიგში პოლიტპატიმრებს, რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ უფრო ფართოდ დგას ეს საკითხი: დღეს, საქართველოს გასაბჭოების 100 წლისთავზე ჩვენ კვლავ იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დღეს არა მარტო 20 პროცენტია ოკუპირებული, არამედ მე-11 არმია პირდაპირ გვყავს ხელისუფლებაში. გაიშლება ბევრი კარავი. კარავი არ არის თვითმიზანი, მაგრამ არის საშუალება ადამიანებისთვის, გულანთებული პატრიოტებისთვის, დარჩნენ და ცუდ ამინდში თავი შეაფარონ. პროტესტი იქნება სხვა ქალაქებში. საპარლამენტო საქმიანობის პარალელურად, იქნება პიკეტები, სირცხვილის კორიდორები, აქციები სხვადასხვა სამინისტროსთან. რეგიონულ ქალაქებშიც იქნება მანიფესტაციები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.