გიგი უგულავა - ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მორჩენილი თანხა პენსიის 20 ლარით გაზრდისთვის საკმარისი იქნებოდა
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 169 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა.
უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე 12 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დაასახელა, რომელიც მისი თქმით, არ შესრულებულა.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრი ვარაუდობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიმდინარე წელს გათვალისწინებული 2 მილიარდი ლარი ვერ დაიხარჯება.
„169 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა. რატომ გეგმავს და ანაწილებს ხელისუფლება არარეალისტურად თანხებს? წინა წელს აუთვისებელი თანხების მიუხედავად, 2019 წლის ბიუჯეტში 2 მილიარდი აქვთ დაგეგმილი. ინფრასტრუქტურაზე მორჩენილი ეს თანხა საკმარისი იქნებოდა პენსიის 20 ლარით გაზრდისთვის ან შესაძლებელი იქნებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის 25 პროცენტით შემცირება“, – განაცხადა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.