გიგი უგულავა - ფაქტია, რომ ორი კვირის თავზე თუ რაიმე პროგრესი არ იქნება, კრიზისი მეტად გაღრმავდება
ღარიბაშვილს თუ ასეთი ლაპარაკით უნდა, გააგრძელოს საქმე, თვითონ მოუწევს ორ კვირაში ბრიუსელში ასოცირების სხდომაზე გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია, ჩავა იქ ხელცარიელი, თუ მივა რაღაცით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა იქნება.
„დღეს უფრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა იქნება და ახლოვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა. მოგეხსენებათ, არის სიახლეები, მათ შორის ვხედავთ ხელისუფლების ჭირვეულობას. კლასიკური არაფატიზმი ჰქვია მაგას, უცხოელებთან ლაპარაკობ ერთი ენით და მერე ეს უცხოელები რომ არ არიან, ლაპარაკობ იგივე სიძულვილის ენით. 80-იან წლებში ეს მუშაობდა, მაგრამ ახლა, როცა სწრაფი თარგმანი არსებობს, ეს სიყალბე მალე აღმოჩენადია. ფაქტია, რომ თუ ორი კვირის თავზე რაიმე პროგრესი არ იქნება, ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“, – განაცხადა უგულავამ.