გიგი უგულავა - ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუცია ურთულეს პირობებში იყო მიღებული, „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რა გავლენა ჰქონდა რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რუსეთი იატაკზე ფორთხავდა, ისე არ უნდოდა მიღება
გიგი უგულავა - ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუცია ურთულეს პირობებში იყო მიღებული, „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რა გავლენა ჰქონდა რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რუსეთი იატაკზე ფორთხავდა, ისე არ უნდოდა მიღება

„ქართული ოცნების“ განცხადებები და პროპაგანდა ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ხალხის ღალატი, რომელსაც, სამწუხაროდ, დღენიადაგ სჩადის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი პროპაგანდისტული ტელევიზიები 2008 წლის რეზოლუციაზე აგებენ და ამართლებენ საკუთარ ღალატს.

„ეს რეზოლუცია ურთულეს პირობებში იყო მიღებული. მასში წერია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რაღაცები. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის – რადგან მენტალურად რუსები არიან და რუსების მხარეს არიან – განსაკუთრებით 2008 წელს, რა გავლენა ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთს და ამ პირობებში ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, რუსეთი იატაკზე ფორთხავდა, ისე არ უნდოდა, მიეღო. ამიტომ სამარცხვინოა საქართველოს დღევანდელი მთავრობის პროპაგანდა. ორმაგად სამარცხვინოდ გამოიყურება ის, ვისაც წაკითხულიც არ აქვს რეზოლუცია და მის შინაარსს ასე პროპაგანდისტულად მისვამს.

მე ეს რეზოლუცია უხერხულობას არ მიქმნის. უხერხულობას უნდა უქმნიდეს „ქართულ ოცნებას“, მის სახელისუფლებო მდარე პროპაგანდას. რეზოლუცია, რომელიც – სხვათა შორის, ზურაბ ჭიაბერაშვილმაც გასცა პასუხი, როდესაც ელჩი იყო – როგორც ჩანს, ძალიან მოხვდა ერთ ადგილას „ქართულ ოცნებას“, როდესაც გამოვიდა და რაღაც სისულელე დაწერა ბატონმა მდინარაძემ. ჭიაბერაშვილის ამ განცხადებას არამცთუ ვეთანხები, არამედ ხელსაც ვაწერ. ჭიაბერაშვილის განცხადება რეზოლუციასთან დაკავშირებით არის სიმართლე. „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის განცხადებები და პროპაგანდა ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ხალხის ღალატი, რომელსაც, სამწუხაროდ, დღენიადაგ ჩადის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.