გიგი უგულავა - „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სამპუნქტიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი
ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამისი დოკუმენტის ფოტოს აქვეყნებს.
„მეგობრებო, დღეს საღამოს ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ენმ-სთან 3 ძირითად პუნქტზე:
1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);
2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;
3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.