გიგი უგულავა – „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სამპუნქტიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი

01:00, 11.07.2018

ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამისი დოკუმენტის ფოტოს აქვეყნებს.

„მეგობრებო, დღეს საღამოს ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ენმ-სთან 3 ძირითად პუნქტზე:

1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);

2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;

3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

მსგავსი