გიგი უგულავა - დღეს უნდა შევიკრიბოთ ლექსო ლაშქარავას, თემირლან მაჩალიკაშვილის, თუნდაც გირგვლიანის გამო
რა შუაშია თვითმკვლელობა, ხუთი დღის წინ ადამიანი დაასახიჩრეს, სცემეს, ახლა ვსაუბრობთ თვითმკვლელობამდე მიყვანამდე?! ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, მეუფეებმა?!, – ამის შესახებ ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„არ მიიღება ღარიბაშვილის ფარისევლური სამძიმარი და არ მიიღება ეს ფარისევლურად გადმოგდებული ცრემლები. გულისამრევია ყველა, ვინც დღეს იძახის – დაველოდოთ გამოძიებას. საზიზღრობაა, ყველამ, ვინც დაიწყო გარდაცვლილი ადამიანის სახელის შებღალვა და საზიზღრები ხართ ყველა, ვინც დღეს ხელისუფლებაში სხედხართ! რაც დათესეთ, იმას მოიმკით. დღეს უნდა შევიკრიბოთ. შევიკრიბოთ ლექსოს, თემირლან მაჩალიკაშვილის გამო, თუნდაც გირგვლიანის გამო. რა შუაშია თვითმკვლელობა?! ხუთი დღის წინ ადამიანი დაასახიჩრეს, სცემეს. ახლა ვსაუბრობთ თვითმკვლელობამდე მიყვანამდე?! ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, მეუფეებმა?! ეს ყველაფერი ჯოჯოხეთად მოგიბრუნდებათ. პერსონალურად ღარიბაშვილს – აი, ამ საზიზღრობის, შლეგი, გონებადაკარგული ჩმორი ივანიშვილის, რომელიც ყველა საზიზღრობაზე ხელის მომწერია. ივანიშვილი გიჟი წავიდა და ორი გიჟი დატოვა, ეს ქვეყანა განსაცდელშია. ეს სიტუაცია აფეთქდება, ჩამოგვეშლება ყველაფერი. ადამიანს ხომ ვეღარ გავაცოცხლებთ?! საზიზღრობაა, ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.