„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ უკვე გათავისუფლებულია.
ამის შესახებ გიგი უგულავამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
„დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს, მოვდივარ ტაქსით. აგერ ტაქსით მოვდივარ უკან აქციაზე“, – წერს გიგი უგულავა და ფოტოს აქვეყნებს.
საჯარო ბიბლიოთეკის შენობასთან მიმდინარე აქციიდან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გიგი უგულავა ცოტა ხნის წინ გაიყვანა.