გიგი უგულავა – დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს, მოვდივარ ტაქსით

11:54, 29.11.2019

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ უკვე გათავისუფლებულია.

ამის შესახებ გიგი უგულავამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

„დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს, მოვდივარ ტაქსით. აგერ ტაქსით მოვდივარ უკან აქციაზე“, – წერს გიგი უგულავა და ფოტოს აქვეყნებს.

საჯარო ბიბლიოთეკის შენობასთან მიმდინარე აქციიდან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გიგი უგულავა ცოტა ხნის წინ გაიყვანა.

მსგავსი