გიგი უგულავა - ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს, როგორ შეიძლება, საარჩევნო კამპანია ჩუმად აწარმოო
გიგი უგულავა - ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს, როგორ შეიძლება, საარჩევნო კამპანია ჩუმად აწარმოო

კალაძე რას იძახის? – კამპანიას ჩუმად ვაწარმოებთ. როგორ შეიძლება, საარჩევნო კამპანია ჩუმად აწარმოო? – „ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა.

უგულავას თქმით, ამომრჩეველმა 21 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

„სამწუხაროდ, მსგავსი სიბრიყვე, უაზრობა და აბსურდი, რაც კალაძემ გუშინ განაცხადა, წარმოუდგენელია. კალაძე რას იძახის? – კამპანიას ჩუმად ვაწარმოებთ. როგორ შეიძლება, საარჩევნო კამპანია ჩუმად აწარმოო? – ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს. ხალხთან შეხვედრა მუდმივად იქნება, შტაბშიც და ყველგან. როგორ შეიძლება, საარჩევნო კამპანია ჩუმად აწარმოო, როცა საჯაროდ ვამბობთ, რომ მეორე ტურები იგივენაირი სიყალბეა და ამომრჩეველს მოვუწოდებ, 21 ნოემბერს ამ სიყალბეში მონაწილეობა არ მიიღოს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება თვლის, ხალხმა არაფერი არ იცის. ის, რაც კანონში წერია, სულ რომ მოკვდე, ბიულეტენში მაინც ეწერები, ამით ბრიყვი კალაძე სარგებლობს, წყალწაღებული ხავსს ეკიდებაო და ეუბნება, ეგენი საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ და მეორე ტურში ჩუმად მონაწილეობენო. მითხრან, მიზანი, ჩუმად რატომ უნდა ვმონაწილეობდეთ“, – განაცხადა უგულავამ.