გიგი უგულავა - არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო, ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ
გიგი უგულავა - არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო, ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ

მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, ფოთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაყალბდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენ თანამოქალაქე ფოთელს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, მაგრამ სამწუხაროდ, მეგობრებო, თქვენი ხმა გაყალბდა. თქვენი ხმა, თქვენი არჩევნები იყო მსხვერპლი ფოთისთვის არნახული ძალადობის, დაშანტაჟების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ფულის მოპკურვით ჩამორიგებით და ყველა მამაძაღლობით, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული.

მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ, მაგრამ აქაც მოჯადოებული წრეა, პირდაპირი მნიშვნელობით და არა ფიგურალურად, ეს არჩევნები მიდის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში, სადაც მას ბატონი მურუსიძე ხვდება.

სამწუხაროდ, საქართველოს „ოცნების“ ხელისუფლებამ აქაც გამოავლინა მთლიანად თავისი სახე. ფაქტია, რომ არნახული ფულით, გაყალბებით და ძალადობით, აქაც ცდილობდნენ სასურველი შედეგის დადებას და ხალხის ნების დამახინჯებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.