გიგი უგულავა - არ დავიღლებით, კანონითა და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ

თავმოყვარეობის შელახვას ამათ არავინ აპატიებს. დღეს ქართველი ხალხი არის შეურაცხყოფილი, იმედგაცრუებული და გაბრაზებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

„ხეების მატარებელი ივანიშვილი ნახავს, როგორაა რეალურ ადამიანებთან ურთიერთობა საჭირო, რა სტკივათ რეალურ ადამიანებს. ნახავს, იგრძნობს და მოუწევს ხელისუფლების დათმობა. თუ ამას არ იზამს თავისი ნებით, არ დავიღლებით და ბოლომდე ჩვენი კანონით და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.