გიგა მაქარაშვილი - ეს ამბავი კიევში რძის რიგში გადამხდა, 20-მდე უკრაინელი პენსიონერი მეხუტებოდა, იმ ბიჭებისა ვიტირეთ, თავისუფლებისთვის ბროლისას რუსულ ტყვიას ქართული გული რომ დაახვედრეს
გიგა მაქარაშვილი - ეს ამბავი კიევში რძის რიგში გადამხდა, 20-მდე უკრაინელი პენსიონერი მეხუტებოდა, იმ ბიჭებისა ვიტირეთ, თავისუფლებისთვის ბროლისას რუსულ ტყვიას ქართული გული რომ დაახვედრეს

უკრაინაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში კიევში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს.

როგორც მაქარაშვილი წერს, აღნიშნული რძის რიგში დგომისას მოხდა.

„ხუთშაბათობით, დილაუთენია, ახლომახლო სოფლებიდან გლეხებს რძის პროდუქტი ჩამოაქვთ კიევში. ეს ამბავიც ამ დილით, სწორედ რძის რიგში შემემთხვა… კიევში დარჩენილები ლამის უკვე სახეზე ვცნობთ ერთმანეთს და ყველგან, სადაც დრო და სიტუაცია იძლევა საშუალებას, ომზე იწყება ლაპარაკი.

– პალიაკი დაპალნიწელნა პრისილაიუტ ნოვიე ტანკი. სმატრელი? 70+ ჭაღარა, ახოვანმა ბატონმა (მგონი საშა ქვია) სალაპარაკო თემა გახსნა.

– ტაკ! პალიაკამ მი მნოჰა ჩივო დალჟნი.

– ამერიკა იშე მილიარდი პროსილაეტ.

– ა ბრიტანია? ჯონსონ, კრასავჩიკ (ბებოს როგორც ჩანს არ უთხრეს, რომ ჯონსონი გადადგა კაი ხანია).

– ოტ ნემცავ ნე აჟიდალა, სილნა ანი პადერჟივაიუტ.

– ლიტვა, ლატვია?

წამში ისეთი ჩოჩქოლი ატყდა, ყველას მოუნდა თითო ქვეყანა დაესახელებინა. ქვეყნები კი იცოცხლე ბევრი ჰყავს უკრაინას გვერდში.

ვიდექი ამ ახლად გათენებულ, უცხო ქალაქში, უცხო ხალხში და ყველას სახეზე ერთ ემოციას ვკითხულობდი. მადლიერებას და მხოლოდ მადლიერებას

– კანადა, ნე ზაბუდწე კანადუ ლუძი! ხრინწიანი ხმით შემოიჭრა ლაპარაკში რძის გამყიდველი.

– დაა, კანადა უმნიცა. ყველამ საერთო თანხმობა მისცა სოფლელ ფერმერს.

– ა გრუზია შტო დელაეტ? ჩემს მხარზე ქართული დროშა შენიშნა ალბათ ნაბოზარმა 50 წლამდე ქალმა! ჩტო გრუზია სდელალა?

ისეთი საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა.

– გრუზინი ვაიუიუტ ჟენშინა! ისეთი ხმით უპასუხა საშამ, მოძრაობა გაჩერდა ქუჩაზე.

ერთ წამში 20-მდე უკრაინელი პენსიონერი მეხუტებოდა. იმდენი ვიტირეთ, ბალღობის მერე რომ არ მიტირია.

იმ ბიჭებისა ვიტირეთ, თავისუფლებისთვის ბროლისას რუსულ ტყვიას ქართული გული რომ დაახვედრეს!

ის ბიჭები არ დავივიწყოთ, მთელი ქვეყნის ნამუსს რომ გვინახავენ!

გასაჭირში მყოფ ძმას რომ გვერდში უდგანან! 1 000 ტანკზე და 100 მილიარდზე მეტს რომ აკეთებენ.

დიდება, დიდება, დიდება გმირებს!“, – წერს გიგა მაქარაშვილი.