დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასგან განსხვავებით, გიგა ბოკერია პარტიული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
დიდ პატივს ვცემ გიგი უგულავას გადაწყვეტილებას. მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ამ თვეების განმავლობაში გავაგრძელებთ მუშაობას პარტიის შიგნით ჩვენს სტრატეგიაზე, – ამის სესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აპირებს აქტიურ პოლიტიკაში დარჩეს, ხოლო თანამდებობასტან დაკავსირებით გადაწყვეტილებას შემდეგ ყრილობაზე მიიღებს.
„დისკუსიის პროცესი, თუ როგორ უნდა მოიქცეს პარტია მთელი ქვეყნისთვის და პარტიისთვის რთულ ვითარებაში, კარგა ხანია, დავიწყეთ. სამწუხაროდ, იმან, რომ არასწორი ფორმით გაჟონა ინფორმაციამ, ეს პროცესი დააჩქარა. ვისურვებდი, დიკუსიისთვის მეტი დრო ყოფილიყო.
დიდ პატივს ვცემ გიგი უგულავას გადაწყვეტილებას. მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ამ თვეების განმავლობაში გავაგრძელებთ მუშაობას პარტიის შიგნით ჩვენს სტრატეგიაზე. უკვე შემდეგ ყრილობაზე მივიღებთ საბოლოო გადაწვეტილებას, ვაპირებ, აქტიურ პოლიტიკაში დავრჩე. თანამდებობასთან დაკავშირებით ახლა არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. ეს დაკავშირებულია პარტიის სტრატეგიასთან და განახლების ფორმებთან, რა ფორმითაც იქნება საჭირო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ მომდევნო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს. ასეთივე განცხადება გააკეთა პარტიის კიდევ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.