გიგა ბოკერია - რუსეთში რაც მოხდა, ამ ქვეყანას ასუსტებს, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც არ უნდა დასუსტდეს მტერი, ჩვენ თუ არ ვიქნებით ფორმაში, ეგ ვერ გვიშველის
სულ უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორც არ უნდა დასუსტდეს მტერი, ჩვენ თუ არ ვიქნებით ფორმაში, ეგ ვერ გვიშველის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ დღევანდელ აქცია-პერფორმანსზე განაცხადა, სადაც პარტიის ორგანიზებით ფილმის – „რუსეთს ცრემლების არ სჯერა“ ჩვენება გაიმართა.
„საქართველოს ყველა ნორმალურ მოქალაქეს და პატრიოტს ახარებს ჩვენი მტრის დასუსტება. ის, რაც რუსეთში მოხდა, ამ ქვეყანას ასუსტებს. უმძიმესი დარტყმა მიიღო ხელისუფლებამ. ყველას სურდა, რომ კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიეღო, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ეს ისტორიული ფანჯარა შესაძლებლობის იხსნება. ამავე დროს, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც არ უნდა დასუსტდეს მტერი, ჩვენ თუ არ ვიქნებით ფორმაში, ეგ ვერ გვიშველის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.