გიგა ბოკერია - პროტესტი შეიძლება, იყოს უფრო მწვავე, ან უფრო სტაბილური, საერთო ჯამში, ეს ლეგიტიმური ბრაზი არსად დაიკარგება და შედეგს მოიტანს
გიგა ბოკერია - პროტესტი შეიძლება, იყოს უფრო მწვავე, ან უფრო სტაბილური, საერთო ჯამში, ეს ლეგიტიმური ბრაზი არსად დაიკარგება და შედეგს მოიტანს

ჯერ კიდევ ივანიშვილის ხელშია განმუხტვისკენ ნაბიჯების გადადგმა. შეიძლება, იყოს მომენტი, როცა ეს მის ხელში აღარ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

„ადამიანებს, რომლებმაც ლიდერის, ივანიშვილის სამარცხვინო დავალება შეასრულეს, სანამ ეს სტატუს კვო არის, არ უნდა ჰქონდეთ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების საშუალება და უნდა ჰქონდეთ დიდი დისკომფორტი. მწამს, რომ პოლიტიკური საზოგადოება ამ უწესო თამაშის წესს, რომ გადაგაგდე და მერე რა, არ მიიღებს. თავისუფალი საზოგადოება დგას ამ განცდაზე, რომ ხელისუფლება არის ანგარიშვალდებული და ასეთ უტიფრობას და დაცინვას არ აიტანს. ეს არის რეაქცია ამ ყველაფერზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მთელი მისი გუნდი იმკის იმას, რაც დათესა.

„შეიძლება, ეს პროტესტი იყოს უფრო მწვავე, ან უფრო სტაბილური, საერთო ჯამში, ეს ლეგიტიმური ბრაზი არსად დაიკარგება და თავის შედეგს მოიტანს. ეს შედეგი იქნება ამ ხელისუფლების დასრულება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ეს პროპორციული ვადამდელი არჩევნებით და ამის გასაღები არის, სამწუხაროდ, იმ შემადგენლობის პარლამენტში, რომელიც დღეს გვაქვს, უმრავლესობას ვგულისხმობ. ჯერ კიდევ ივანიშვილის ხელშია განმუხტვისკენ ნაბიჯების გადადგმა. შეიძლება, იყოს მომენტი, როცა ეს მის ხელში აღარ იქნება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.