გიგა ბოკერია - ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავიძრათ იმისკენ, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში უკრაინის მსგავსად დაისვას
გიგა ბოკერია - ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავიძრათ იმისკენ, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში უკრაინის მსგავსად დაისვას

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და კარგია, რომ ეს პოზიცია კვლავ დაფიქსირებულია აშშ-ის საბიუჯეტო დოკუმენტში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, 2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერის  შენარჩუნების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ახლა საჭიროა, პარტნიორებთან მუშაობის გააქტიურება უსაფრთხოების არქიტექტურის, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

„ჩვენ გვჭირდება ამ მხარდაჭერაზე პარტნიორებთან და პირველ რიგში, აშშ-სთან მუშაობის გააქტიურება, ჩვენი  უსაფრთხოების არქიტექტურასთან და ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთზე წნეხის თვალსაზრისით, რადგან გვჭირდება, როგორც მინიმუმ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიძრათ იმისკენ, რომ როგორც უკრაინის საკითხი დგას დღის წესრიგში, ისე დაისვას საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის, ეთნიკური წმენდის საკითხი და ა.შ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია.