გიგა ბოკერია - ივანიშვილის შექმნილ კლიმატს პარტიების ნაწილმა მიბაძა, ყველაზე მკაფიო ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, ადამიანები, ვინც იყვნენ პროპუტინისტური განწყობის, გახდნენ სახე, მაგალითად, გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი
გიგა ბოკერია - ივანიშვილის შექმნილ კლიმატს პარტიების ნაწილმა მიბაძა, ყველაზე მკაფიო ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, ადამიანები, ვინც იყვნენ პროპუტინისტური განწყობის, გახდნენ სახე, მაგალითად, გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი

ის კლიმატი, რაც ივანიშვილმა შექმნა – ყველაფერი მოსულა,  გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანის მიღება ისე, რომ არც ხსნი ამას. მერე პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ამას მიბაძა. ყველაზე მკაფიო ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, ადამიანები, რომლებიც იყვნენ პროპუტინისტური განწყობის, ისე რომ არც აუხსნიათ, რა შეიცვალეს, გახდნენ სახე, მაგალითად, გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური უნდობლობის ტრადიცია არსებობს და ამის ბევრი მიზეზი არსებობს.

„ჩვენთან პოლიტიკური უნდობლობის ტრადიცია ღრმა არის, ამას ფესვები წარსულშიც აქვს, ბევრი მიზეზია. ყველა ისტორიულ მომენტში გარკვეული კონკრეტული ამბები განაპირობებს ხოლმე. ის კლიმატი, რაც ივანიშვილმა შექმნა, ყველაფერი მოსულა – იმის ყიდვა, იმის წამოყვანა, ამის გადაყვანა. გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანის მიღება ისე, რომ არც ხსნი ამას. მერე პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ამას მიბაძა. ყველაზე მკაფიო ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, ადამიანები, რომლებიც იყვნენ პროპუტინისტური განწყობის, ისე რომ არც აუხსნიათ, რა შეიცვალეს, გახდნენ სახე, მაგალითად, გუბაზ სანიკიძე, მას კი არ ვერჩი პერსონალურად, თვითონ ასეთია. თვითონ იყო განსახიერება ყველაფერ იმისა, რაც „ვარდების რევოლუციას“ და მის რეფორმებს უპირისპირდებოდა, მაგალითად, თაკო ჩარკვიანი. ბევრია ასეთი. თუ ვსაუბრობთ საერთო კლიმატზე, რომელშიც უნდობლობა არის, ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანია. ისიც, რომ აღვივებდნენ მესიანისტურ განწყობებს, ის გვიშველის, ამ შემთხვევაში სააკაშვილზე ჰქონდათ საუბარი და უბიძგეს, მანაც შეუწყო ამას ხელი – ჩამოდი და ეგრე მოხდებაო, ყველა, ვინც ამბობდა, რომ ეს შეიძლება, შეცდომა იყოს, მოღალატეებს გვიძახდნენ. ესეც ფაქტორია. როდესაც ეს არ ხდება, იწყება იმედგაცრუება. მერე, როდესაც იმისთვის, რომ რაღაც ტაქტიკური სვლა გაატარო, სახედ აქცევ ხაჭაპურიძეს, რომელიც ასევე იყო იდეოლოგი, ყველაფრის, რაც „ვარდების რევოლუციის“ საწინააღმდეგო იყო“, – განაცხადა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.