გიგა ბოკერია - „ევროპულ საქართველოს” ძალიან ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება
საპრეზიდენტო არჩევნებზე „ევროპულ საქართველოს“ ძალიან ძლიერი კანდიდატი ეყოლება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თემის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საპროტესტო ამომრჩეველი უნდა მობილიზდეს, რომელიც ამ ქვეყანაში დიდი უმრავლესობაა და საარჩევნო უბნებზე მოვიდეს.
“არ ვიცი, ივანიშვილის გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატს მალე დავასახელებთ. ჩვენი საზოგადოება, საპროტესტო ამომრჩეველი უნდა მობილიზდეს, საარჩევნო უბნებზე მოვიდეს, “ქართული ოცნების” კანდიდატს უარი უთხრას, რათა დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა ჩიხიდან, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა შეიყვანეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი, ბოკერიამ განაცხადა: “გვარს მნიშვნელობა არ აქვს. ისე როგორც ნებისმიერ კანდიდატს ივანიშვილის გუნდიდან. ქალბატონი ზურაბიშვილი მმართველი გუნდის წევრია“.