გიგა ბოკერია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებას დაგვიანებულს უწოდებს
გიგა ბოკერია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებას დაგვიანებულს უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს განცახდებას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით, დაგვიანებულს უწოდებს.

ამასთან, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ კონფლიქტში საქართველო მხარედ არ უნდა გამოჩნდეს.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც რეგიონში და არც მსოფლიოში არ აქვს ის ავტორიტეტი, რომ მათ სიტყვას ფასი ჰქონდეს. ასეთი დაძაბულობის დროს, ეს არის საქართველოს პრობლემა, რაც არ უნდა თქვან. უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა დაგვიანებულია და ყველამ იცის, რომ ეს ორგანო აღარ არსებობს. ამიტომ, რას იტყვიან, ამას დატვირთვა არ აქვს. სწორედ ეს არის პრობლემა, ისე ეს განცხადება დაგვიანებულია. ჩვენს მეზობლებს შორის ამ კონფლიქტში საქართველო არ უნდა გამოჩნდეს მხარედ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიცია მყარია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს ხელისუფლება ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს, რადგან იმისთვის, რომ რაიმე როლი შეასრულო, რეპუტაცია უნდა გქონდეს. საქართველოს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს გუნდს კი, რეპუტაცია დაკარგული აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.