გიგა ბოკერია - ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს, რომ არავის დავუთმოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება
ეს დღე და ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს, რომ არავის დავუთმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერია პარტიის წევრებთან ერთად პარლამენტთან იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„34 წლის წინ ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გააგებინა ყველას, და საკუთარ თავს პირველ რიგში, რომ ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა რუსეთის რეპრესიების უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, ის ყოველთვის იყო მოწადინებული როგორც თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა და იყო მზად, რომ კიდევ შეეწირა მსხვერპლი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ამას ორ წელიწადში მოჰყვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
დღეს ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია იმ ამოცანისთვის, რასაც ადამიანებმა თავი შესწირეს ამ ადგილას. ეს დღე და ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს, რომ არავის დავუთმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.