გიგა ბოკერია - ბრაზი და აღშფოთება არის ყოვლისმომცველი, რაც დასრულდება სამარცხვინო ხელისუფლების დასრულებით
გიგა ბოკერია - ბრაზი და აღშფოთება არის ყოვლისმომცველი, რაც დასრულდება სამარცხვინო ხელისუფლების დასრულებით

ჩვენ იგივე პოზიცია გვაქვს, მაქსიმალური დისკომფორტი და წნეხი ყველა იმ სამარცხვინო პოლიტიკურ მონას, ვინც სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის დავალებით ქართულ საზოგადოებას მიაყენა შეურაცხყოფა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ბრაზი და აღშფოთება არის ყოვლისმომცველი და ეს დაასრულებს ხელისუფლებას.

„მაქსიმალური წნეხი, დისკომფორტი იმ პოლიტიკურ და სამარცხვინო მონებს, ვინც იქ არიან. ყველას გვესმის, რომ ხელმძღვანელობა პოლიციელებს აყენებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ახლა კი არა, ხშირად რიგითი პოლიციელები არიან ძალიან წესიერი ხალხი. ჩვენ იგივე პოზიცია გვაქვს, მაქსიმალური დისკომფორტი და წნეხი ყველა იმ სამარცხვინო პოლიტიკურ მონას, ვინც ქართულ საზოგადოებას სამარცხვინო ლიდერის ივანიშვილის დავალებით მიაყენეს შეურაცხყოფა. ვიდრე ამ პოზიციას არ იცვლიან, მანამდე მათ ექნებათ პრობლემები საზოგადოებისგან. ივანიშვილის გუნდში, რომ ითვლიან დღეს ბევრი იყო და ცოტა იყო, ძალიან ცდებიან, ეს ბრაზი ლეგიტიმურია და არის მთელი საზოგადოების, ის არ გაქრება, რომც ერთ დღეს იყო 25 ათასი, მეორე დღეს 10 და მესამე დღეს 30 ათასი, მეოთხე 25 დღეს, ეგ არ ცვლის არაფერს, ეს ბრაზი და აღშფოთება არის ყოვლის მომცველი და დასრულდება სამარცხვინო ხელისუფლების დასრულებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.