გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარტიის წევრები საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადების დაწერას 17 დეკემბერს აპირებენ
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარტიის წევრები საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადების დაწერას 17 დეკემბერს აპირებენ.
„17 დეკემბერს ვაპირებთ. ველოდებით სიის ჩახსნის დარეგისტრირებას და მერე მოხდება ეს ამბავი, რომ ვინმემ საბაბად არ გამოიყენოს ეს და არ გაწელონ პროცესი“, – განაცხადა ბოკერიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, ექნება თუ არა ამის შემდეგ მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი, ბოკერიამ უპასუხა, რომ მოლაპარაკებები სწორედ მანდატებზე უარის თქმის შემდეგ დაიწყება.
„ექნება კი არა, ახლა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რადგან აქამდე ივანიშვილის რეჟიმი დაკავებული იყო მხოლოდ იმით, რომ გაეტეხა ოპოზიცია, რაც მან ვერ შეძლო. ახლა, როცა ეს ფაზა დასრულდა, სერიოზულად უნდა განიხილონ ის, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ნორმალური ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.