გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლება პანდემიის მორიგ ტალღას მოუმზადებელი შეხვდა
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლება პანდემიის მორიგ ტალღას მოუმზადებელი შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლება პანდემიის მორიგ ტალღას მოუმზადებელი შეხვდა. ამის შესახებ მან ფოთში, ევროპულ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა რაოდენობით უმძიმესი დარტყმა მიაყენეს გაჭირვებულებს, საშუალო კლასს, ქვეყანას, ეკონომიკას და ყველა ოჯახს.

„ეს დრო იმისთვის მაინც უნდა გამოეყენებინათ, რომ როცა გახსნი ეკონომიკას, მზად იყო ამ ვითარებისთვის. სულ ჩაკეტილი შეუძლებელია ყოფნა. ახლა ირკვევა, რომ ელემენტარულ საკითხებზე, მაგალითად, კოვიდ საწოლებზე არ მომზადებულან. რას აკეთებენ, რისთვის ჩაკეტეს ეკონომიკა, თუ არა შემდეგი ტალღის მომზადებისთვის. გახარია ახლა ავალებს ხალხს, რომ 3 000 კოვიდ საწოლი სასწრაფოდ უნდა იყოსო, რესპირატორები არა აქვთ. ტიკარაძემ თქვა, რომ 65% უკვე შევსებულია. როცა ციფრები იზრდება, მეტია ახლა, ვიდრე გაზაფხულზე. ამ გამოწვევის მაგალითია ივანიშვილის მთავრობა. ციფრებით მანიპულირებენ, დაუწევენ ტესტებს, თითქოს რაღაც პროგრესია. თუ რამე კარგად გამოიყურება, რაღაც მომენტში, ეს არის მათი დამსახურება და მადლობა უნდა უხადოს ხალხმა. თუ რამე სხვა პრობლემაა, ეს არის სხვების, ხალხის ან ოპონენტების ბრალი. ეს არის მათი სურათი და ახლა ისევ არალეგალური, შერჩევითი, გაუაზრებელი შეზღუდვები, რომელიც ვირუსს ვერაფერს უზამს. მარტო ეკონომიკას, მოქალაქეებს, საშუალო კლასს, წვრილ და საშუალო მეწარმეებს დაარტყამს. ეს არის მათი ქაოსი. არანაირი ხედვა, არანაირი გეგმა და ისევ კმაყოფილება, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ“, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და „ცვლილებებს არჩევნებზე ხალხი მოიტანს“.

„ევროპულ საქართველოს“ აქვს კომპასიც, გეგმაც ამ გარდამტეხი ცვლილებების. ჩვენ დავწევთ გადასახადებს, რაზეც ამათმა უარი თქვეს, რომ პრიციპულად შეემსუბუქებინათ ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ დავეხმარებით საშუალო კლასს, გავაორმაგებთ დახმარებას იმათთვის, ვისაც უჭირს. პანდემიაზე კონკრეტული გეგმა გვექნება, მინიმუმ კოვიდ საწოლები და რესპირატორები გვექნება შეძენილი, რაც ამათმა არ გააკეთეს და კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, როგორ არის მათთვის მთავარი ივანიშვილის და მათი ძალაუფლება და არა პრობლემები, რომლებიც ხალხის წინაშე დგას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.