გიგა ბოკერია - 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტულად არაფერი თქმულა და რაც არ თქმულა, ის როგორ შეიძლება უკანონო იყოს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტულად არაფერი თქმულა და რაც არ თქმულა, ის არ შეიძლება უკანონო იყოს.
„20 ივნისი იქცა სიმბოლოდ, ერთი მხრივ მთავრობის, პოლიტიკური უტიფრობის, ზიანის მოტანისა და ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა საკუთარი ძალაუფლების დაყენების, მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების ძალიან მყარი პოზიციის, რომ არავის არ დავუთმობთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ვოლსკი არ წყვეტს, რა ფორმით აღნიშნავს ქართული საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები ამ დღეს, ამ გამარჯვებას ჩვენი გარე მტრის პროპაგანდაზე. ჯერ კონკრეტულად არაფერი არ თქმულა აქციაზე და რაც არ თქმულა, ის როგორ შეიძლება უკანონო იყოს. ჯერ არც ოპოზიციურ პარტიებს და არც არავის არ უთქვამს, რა ფორმით გამოხატავენ თავის მშვიდობიან პოზიციას ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.