კვირას გიბრალტარის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში საკუთარ მოედანზე ლატვიის ნაკრები დაამარცხა – 1:0. შეხვედრა „ვიქტორიას“ სტადიონზე გაიმართა.
ამ მოგებით გიბრალტარმა შეწყვიტა 24-მატჩიანი მოუგებელი სერია, რომლის დროსაც გუნდმა ერთი ფრე ითამაშა, 23-ჯერ წააგო და 117 გოლი გაუშვა. ამ ნაკრებისთვის ეს იყო მეორე გამარჯვება ისტორიაში. პირველი 2014 წლის ივნისით თარიღდება – მაშინ გიბრალტარმა ნეიტრალურ მოედანზე 1:0 დაამარცხა მალტის ნაკრები.
ლატვიის ნაკრების კარში ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე უოლკერმა გაიტანა.