ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს ფრე გაუხარდათ - ახლა ჩვენი იმედი გიბრალტარია #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს ფრე გაუხარდათ - ახლა ჩვენი იმედი გიბრალტარია #1TVSPORT

ერთა ლიგის C4 ჯგუფის მეოთხე ტურში ბულგარეთთან ფრედ (0:0) დასრულებულმა მატჩმა ჩრდილოეთ მაკედონიელებს ჯგუფში პირველობის თეორიული შანსი დაუბრუნა.

თავად ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიცსაქართველოს ნაკრებმა სკოპიეში 3:0 დაამარცხა, საკუთარ მოედანზე გიბრალტარს 4:0 მოუგო.

გამოცემა „სპორტმედია“ იმედოვნებს, რომ შემდეგ ტურში (რომელიც სექტემბერში გაიმართება) გიბრალტარი საქართველოს ნაკრებთან არ დამარცხდება.

„ჩრდილოეთ მაკედონიამ იდეალური და ძლიერი პირველი 30 წუთი ჩაატარა და გიბრალტარის ბადე 4-ჯერ შეარხია. სკოპიეში საქართველოსთან მტკივნეული მარცხის შემდეგ ჯავრი ჯგუფში ყველაზე სუსტ გუნდთან ვიყარეთ. ასე საქართველოსთან რომ ყოფილიყო, ახლა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მორიგი შანსის იმედი გვექნებოდა.

სამწუხაროა მარცხი საქართველოსთან, მაგრამ ახლა ჩვენი მხსნელი შეიძლება გიბრალტარი იყოს. ჯგუფში ლიდერობის თეორიული შანსი მას შემდეგ დაგვიბრუნდა, რაც ბულგარეთმა საქართველოში 0:0 ითამაშა. საჩვენოდ ორი თეორიურლი ვარიანტი არსებობს. თბილისში ვიბრძოლოთ და 4:0 მოვიგოთ ან ამ მატჩში უბრალოდ გამარჯვება გვეყოფა, თუ გიბრალტარი საქართველოსთან სახლში არ წააგებს. ის ჩრდილომაკედონიას უნდა დაეხმაროს. გიბრალტარი ჩვენი იღბლიანი იმედია“, – წერს გამოცემა „სპორტმედია“.

C4 ჯგუფი. სატურნირო მდგომარეობა

1 საქართველო 4 10

2 ჩრდ. მაკედონია 4 7

3 ბულგარეთი 4 3

4 გიბრალტარი 4 1

ერთა ლიგა 2022-23 | C4 – ჯგუფის კალენდარი

23 სექტემბერი

საქართველო – ჩრდ. მაკედონია

ბულგარეთი – გიბრალტარი

26 სექყემბერი

გიბრალტარი – საქართველო

ჩრდ. მაკედონია – ბულგარეთი