დიდ ბრიტანეთში ირანის ელჩი - დაკავებული ირანული ნავთობტანკერი გიბრალტარს დღეს საღამოს დატოვებს
დიდ ბრიტანეთში ირანის ელჩი - დაკავებული ირანული ნავთობტანკერი გიბრალტარს დღეს საღამოს დატოვებს

დიდ ბრიტანეთში ირანის ელჩი აცხადებს, რომ გიბრალტარში დაკავებული ირანული ნავთობტანკერი „გრეის ერთი“ გიბრალტარს დღეს საღამოს დატოვებს.

ამის შესახებ ჰამიდ ბაიდენჯადმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გიბრალტარის ხელისუფლებამ გემის გათავისუფლების შესახებ განცხადა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობდნენ, რათა გემს გიბრალტარი მალე დაეტოვებინა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გემზე ირანული დროშა აღმართეს.

გიბრალტარმა დაკავებული ნავთობმზიდი გემი ხუთშაბათს გაათავისუფლა. ამის შემდეგ ხომალდის დაკავება აშშ-მა მოითხოვა, თუმცა გიბრალტარის მთავრობამ განმარტა, რომ ამის გაკეთება ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით შეუძლებელია.

ირანული ტანკერის ეკიპაჟი 25 წევრისგან შედგება. ხომალდი „გრეის ერთი“ ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალებმა 4 ივლისს დააკავეს. ირანულ ტანკერს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით სირიაში ნავთობის ტრანსპორტირებაში ადანაშაულებენ. გიბრალტარის ქმედების საპასუხოდ, ორ კვირაში ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავა.

 

დატოვე კომენტარი