გიბრალტარში დაკავებული ირანული ტანკერის ეკიპაჟის წევრები გაათავისუფლეს
გიბრალტარში დაკავებული ირანული ტანკერის ეკიპაჟის წევრები გაათავისუფლეს

გიბრალტარის პოლიციამ ირანული ტანკერის ეკიპაჟის წევრები გაათავისუფლა. ამის შესახებ „ევრონიუსი“, პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, ტანკერ „გრეის 1“-ის ოთხივე წევრი, კაპიტანი და სამი ოფიცერი გირაოს სანაცვლოდ, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და ირანული ტანკერი ჯერ კიდევ მათთან არის.

4 ივლისს ირანული სუპერტანკერი „გრეის 1“ გიბრალტარის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-სასაზღვრო ფლოტის დახმარებით დააკავა. ისინი მიიჩნევენ, რომ ირანული ტანკერი ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციების არღვევდა და ნავთობი სირიაში მიჰქონდა.

ინციდენტის შემდეგ, ირანსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში ირანულმა ნავებმა ბრიტანული ნავთობმზიდის შეფერხება სცადა.