გიბრალტარმა ისტორიაში მეორე მატჩი მოიგო
გიბრალტარმა ისტორიაში მეორე მატჩი მოიგო

კვირას გიბრალტარის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში საკუთარ მოედანზე ლატვიის ნაკრები დაამარცხა – 1:0. შეხვედრა „ვიქტორიას“ სტადიონზე გაიმართა.

ამ მოგებით გიბრალტარმა ​შეწყვიტა 24-მატჩიანი მოუგებელი სერია, რომლის დროსაც გუნდმა ერთი ფრე ითამაშა, 23-ჯერ წააგო და 117 გოლი გაუშვა. ამ ნაკრებისთვის ეს იყო მეორე გამარჯვება ისტორიაში. პირველი 2014 წლის ივნისით თარიღდება – მაშინ გიბრალტარმა ნეიტრალურ მოედანზე 1:0 დაამარცხა მალტის ნაკრები.

ლატვიის ნაკრების კარში ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე უოლკერმა გაიტანა.

დატოვე კომენტარი