გია ვოლსკი - ოპოზიცია ულტიმატუმის ენით გვესაუბრება, ჩვენ შეთავაზებას თუ ვაკეთებთ, ეს სტაბილური განვითარებისთვის გარანტიების შექმნიდან გამომდინარეობს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით ესაუბრება.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის შეთავაზება გამომდინარეობს არა „ქართული ოცნების“ პირადი სურვილისგან, არამედ ის ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის გარანტიების შექმნას ემსხაურება.
„გარკვეულწილად, ულტიმატუმის ენით გვესაუბრებიან. თუ ჩვენ შეთავაზებას ვაკეთებთ, ეს იმისგან არ გამომდინარეობს, რა უნდა „ქართულ ოცნებას“. ეს იმ მოთხოვნიდან გამომდინარეობს, რასაც ჰქვია ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის გარანტიების შექმნა.
საერთაშორისო გამოცდილებიდან აღებული გვაქვს არაერთი მაგალითი. ასეთი პოლიტიკური გარიგება-ვაჭრობა, არ არის ის თემა, რომელიც უნდა იხილებოდეს. სანამ არ დავსხდებით და ამ საკითხებს არ განვიხილავთ, არც მე და არც ჩემს კოლეგებს უფლებამოსილება არ გვაქვს, საკითხზე ჩვენი პირადი შეხედულებით ვიმსჯელოთ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველო“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის კიდევ ერთ კომპრომისულ წინადადებად პირობითად 130/20-ზე მოდელს განიხილავს.