გია ვოლსკი - წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იქნება შესაბამისი დოზით აქტიური
გია ვოლსკი - წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იქნება შესაბამისი დოზით აქტიური

ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება იმ დღიდან დაიწყო, როცა ის პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიას სათავეში ჩაუდგა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა,  რამდენად მოსალოდნელია წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის კიდევ უფრო გააქტიურება.

მისი თქმით, ზოგადად, „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიური იქნება.

„წინასაარჩევნოდ იქნება თუ არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იქნება შესაბამისი დოზით აქტიური. ასევე ჩვენც ყველა, პოლიტსაბჭოს  წევრები თუ პარლამენტის წევრები. საერთოდ,  „ქართული ოცნების“ წევრები ძალიან აქტიური ვიქნებით. ორგანიზაციული თვალსაზრისით, პარტია ყოველთვის თავის სიტყვას იტყვის და მისი მეთაური ბიძინა ივანიშვილი აქტიური რომ არ იყოს, ალბათ საკვირველი ის იქნებოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 30 მარტს ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ამასთან, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაშიც იმყოფებოდა.