გია ვოლსკი - წარმოდგენა მექმნება, რომ არსებობს პოლიტიკური ცოდვების კასრი, საიდანაც პერიოდულად ამოსძახებენ ხოლმე საზოგადოებას, გივი თარგამაძემაც კიდევ ერთხელ ამოიძახა იმ კასრიდან
გია ვოლსკი - წარმოდგენა მექმნება, რომ არსებობს პოლიტიკური ცოდვების კასრი, საიდანაც პერიოდულად ამოსძახებენ ხოლმე საზოგადოებას, გივი თარგამაძემაც კიდევ ერთხელ ამოიძახა იმ კასრიდან

ახალგაზრდებს ასწავლიან ცეცხლის ანთებას, მანქანების გადატრიალებას, მაგალითს უჩვენებენ, რომ ასეთები ხდება საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, ევროპულ ქვეყნებში და ზუსტად ეს უნდა განავითარონ თავანთი საპროტესტო აქციების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გივი თარგამაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ასეთი წარმოდგენა მექმნება, რომ არსებობს პოლიტიკური ცოდვების დიდი კასრი, სადაც სხედან გარკვეული ტიპები, ჩაფლული არიან შიგნით, ამ ნაგავში, პერიოდულად თავს ამოყოფენ და ამოსძახებენ საზოგადოებას, რომ ისინი ჯერ კიდევ არსებობენ, რომ რადიკალიზმი აუცილებელია, მაგრამ თავი დავანებოთ პიროვნულად გივი თარგამაძეს, ეს არის შინაარსი, არსი რევოლუციური კომიტეტისა. ახალგაზრდებს ასწავლიან ცეცხლის ანთებას, მანქანების გადატრიალებას, მაგალითს უჩვენებენ, რომ ასეთები ხდება საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, ევროპულ ქვეყნებში და ზუსტად ეს უნდა განავითარონ თავიანთი საპროტესტო აქციების დროს. მე გეუბნებით და კიდევ გავიმეორებ, ათასჯერ და კიდევ ბევრჯერ ვიტყვით ალბათ მომავალში სამწუხარო ფაქტს, საზოგადოების დაპირისპირება, ზოგადად, დაპირისპირებები, სისხლისღვრა არის ამოცანა, რომელიც არ შეცვლილა და გივი თარგამაძემ კიდევ ერთხელ ამოიძახა იმ კასრიდან, რომელიც ვახსენე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.