გია ვოლსკი - ვინც იმეორებს ფორმულას, ცალკე ხალხი და ცალკე მთავრობა, მისი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, ვარჰეიმ და ბორელმა ამ ხეპრულ ფორმულას წერტილი დაუსვეს
მსოფლიოში არ არსებობს ფორმულა – ცალკე ხალხი და ცალკე მთავრობა. ვინც ამ ფორმულას იმეორებს, მისი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, რასაკვირველია, ეს სულ სხვა მიზნით სჭირდებათ.
„ოლივერ ვარჰეიმ და ჯოზეფ ბორელმა ამ სპეკულაციებსა და ხეპრულ ფორმულას წერტილი დაუსვეს. ხალხიც და ხელისუფლებაც კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ და დარწმუნებული ვარ, ეს დამსახურება იმ გადაწყვეტილებაში გამოიხატება, რომელსაც ევროპული საბჭო მიიღებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.