გია ვოლსკი - ვინაიდან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება, თანაც მძლავრი შუამავლების ჩართულობით, შესაძლოა, ოპოზიციაში პოზიციების ცვლილება მოხდეს
პარლამეტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი თემა ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარებაა.
კითხვაზე: „აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი კონკრეტული შედეგით დასრულდება და ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა“, ვოლსკი პასუხობს, რომ მას ასეთი პროგნოზი არ აქვს, რადგან „ნაცკლასტერი“ სტრატეგიულ მიმართულებას არ ცვლის“.
„მისთვის მთავარი საქართველოში დესტრუქციული პროცესების განვითარებაა. ამის მიუხედავად, ვინაიდან, მოლაპარაკების პროცესი გრძელდება, შესაძლოა, პოზიციების რაიმე ცვლილებები მოხდეს. მით უმეტეს, ასეთი მძლავრი შუამავლების ჩართულობით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.