გია ვოლსკი - ვერავინ უარყოფს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ორი ქვეყნის ინტერესი კი არა, რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების გარანტიაც არის
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ვერავინ უარყოფს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ორი ქვეყნის ინტერესი კი არ არის, არამედ ეს არის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების გარანტია.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ამერიკული გამოცემა „ჰილის“ სტატიას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ს სჭირდება საქართველოს მსგავსი სანდო მოკავშირე.
ვოლსკის თქმით, მსოფლიოში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი იმისთვის, რომ ეს პარტნიორობა რაიმე სახით ჩრდილქვეშ იყოს მოქცეული.
„პარტნიორობა არის და პარტნიორობის ასეთი დონე, რაც ჩვენს პერიოდში იყო, არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ კიდევ მეტი იქნება ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პარტნიორობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფუნდამენტი, რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ბალანსის გარანტიას ჩაეყარა, იქნება დაზიანებული. ამას არც ერთი მხარე არ დაუშვებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.