გია ვოლსკი - ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული არ უნდა იყოს
გია ვოლსკი - ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული არ უნდა იყოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოლიდარობის აქციის გამართვა მნიშვნელოვანია, მაგრამ სოლიდარობის აქცია პოლიტიკურად ანგაჟირებული არ უნდა იყოს.

როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, ბევრი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ცდილობს, ამ საკითხზე პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს და პოლიტიკური თემები შემოიტანოს.

„ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს შეიძლება, დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს. სახელმწიფომ და პოლიტიკურმა სტრუქტურებმა თავისი ხაზებით უნდა იმუშაონ. ოპოზიციამაც თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაპირისპირების თემა. ეს ის თემაა, სადაც ყველა ერთად უნდა იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად 29 დეკემბერს სოლიდარობის აქცია „თავისუფლების სიგნალი“ გაიმართება.