გია ვოლსკი - უტიფრობის მწვერვალია, რომ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა პირადი მონაწილეობა დანაშაულებრივ დამოკიდებულებაში დაავადებულთა მიმართ უდაოა
უტიფრობის მწვერვალია ის, რომ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა პირადი მონაწილეობა დანაშაულებრივ დამოკიდებულებაში დაავადებულთა მიმართ უდაოა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ციხეებში ჰყავდათ 25 000-მდე პატიმარი და აქედან ნახევარი „ცე“ ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული და „სიკვდილის“ რეალური კანდიდატი იყო. მაშინ ამ ვითარებამ ევროპულ სასამართლომდე მიაღწია და ჭიაბერაშვილის ხელისუფლებას ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა და არაადექვატური მკურნალობის ვერდიქტი გამოუტანეს, დარღვევები სისტემური იყო!“,- წერს ვოლსკი.