გია ვოლსკი – უტიფრობის მწვერვალია, რომ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა პირადი მონაწილეობა დანაშაულებრივ დამოკიდებულებაში დაავადებულთა მიმართ უდაოა

23:00, 16.01.2020

უტიფრობის მწვერვალია ის, რომ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა პირადი მონაწილეობა დანაშაულებრივ დამოკიდებულებაში დაავადებულთა მიმართ უდაოა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ციხეებში ჰყავდათ 25 000-მდე პატიმარი და აქედან ნახევარი „ცე“ ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული და „სიკვდილის“ რეალური კანდიდატი იყო. მაშინ ამ ვითარებამ ევროპულ სასამართლომდე მიაღწია და ჭიაბერაშვილის ხელისუფლებას ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა და არაადექვატური მკურნალობის ვერდიქტი გამოუტანეს, დარღვევები სისტემური იყო!“,- წერს ვოლსკი.

მსგავსი