გია ვოლსკი - უპრიანი იქნებოდა, უკრაინის საგარეო უწყებაში ესაუბრათ მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან იმ განცხადებებზე, რომლებიც შეუფერებელია აუცილებელ სტრატეგიულ პარტნიორობასთან, რაც ორ ქვეყანას შორის არის

უპრიანი იქნებოდა, უკრაინის საგარეო უწყებაში ესაუბრათ საკმაოდ მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, რომ მათი განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის სურვილზე შეუსაბამო და შეუფერებელია იმ აუცილებელ სტრატეგიულ პარტნიორობასთან, რაც ორ ქვეყანას შორის არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკი გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“.

„ძალიან კარგია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი განცხადება გააკეთა, მაგრამ ვიდრე ამ განცხადებას გააკეთებდნენ, უპრიანი იქნებოდა, ესაუბრათ საკმაოდ მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის სურვილზე, შეუსაბამო და შეუფერებელია იმ აუცილებელ სტრატეგიულ პარტნიორობასთან, რაც ორ ქვეყანას შორის არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.