გია ვოლსკი - უმრავლესობის სხდომაზე გუნდიდან წასული დეპუტატების შესახებ საუბარი არ ყოფილა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი განმარტავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე გუნდიდან წასული დეპუტატების შესახებ საუბარი არ ყოფილა.
გია ვოლსკი ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრისას არც მოსამართლეებთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციებზე ყოფილა საუბარი და არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ ხმაურიან სხდომაზე.
„სასაუბრო არაფერია. მე შეიძლება, რაღაც პირადი გაღიზიანება მქონდეს და ამის ბევრი მიზეზი მაქვს. მაგრამ მათი აზრი პატივსაცემია, რადგან ეს მათი აზრია. უბრალოდ არ მომწონს ფორმა, რომლითაც ამ აზრის განხილვა შემოგვთავაზეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ მმართველი პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.