გია ვოლსკი - უმაღლესი შეფასება, რომელსაც საქართველოს ანტიტერორისტული საქმიანობა იღებს, განპირობებულია იმ მიღწევებით, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურების მაღალი დონის პროფესიონალებს აქვთ
უმაღლესი შეფასება, რომელსაც საქართველოს ანტიტერორისტული საქმიანობა იღებს, განპირობებულია რეალური ფაქტებით, იმ მიღწევებით, შედეგებით, რომლებიც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მაღალი დონის პროფესიონალებს გააჩნიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, ძალოვან სტრუქტურებს, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს ინტენსიურად და მაღალ პროფესიონალურ დონეზე“.
„ის უმაღლესი შეფასება, რომელსაც საქართველოს ანტიტერორისტული საქმიანობა იღებს, განპირობებულია რეალური ფაქტებით, იმ მიღწევებით, შედეგებით, რომლებიც ამ მაღალი დონის პროფესიონალებს გააჩნიათ, ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები მაქვს მხედველობაში. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამავე დროს ვმოქმედებთ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოს გააჩნია ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო აშშ-ის ძლიერ პარტნიორადაა დასახელებული.