გია ვოლსკი - საზოგადოების მოლოდინია, რომ საგამოძიებო კომისიამ სამართლიანი დასკვნა ჩამოაყალიბოს 
გია ვოლსკი - საზოგადოების მოლოდინია, რომ საგამოძიებო კომისიამ სამართლიანი დასკვნა ჩამოაყალიბოს 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საზოგადოების მოლოდინია, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი კომისია ისეთ დასკვნას ჩამოაყალიბებს, რომელიც შესაბამისობაში იქნება როგორც სამართალთან, ასევე არავითარი კავშირი არ ექნება პოლიტიკურ საფუძვლებთან.

როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, კომისიის დასკვნა სასამართლოსთვის სახელმძღვანელო ვერ გახდება, მაგრამ რეალურად, დასკვნები ისეთი უნდა იყოს, როგორიც სახელმწიფოსთვის იქნება მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, პოლიტიკისგან დაცლილი.

„დაძაბულობა ამიტომ ხდება. ყოველ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან, რომ ჭეშმარიტებამდე მივიდეთ. დარწმუნებული ვარ, სხვა არავითარი მიზანი არ აქვთ, თუ არა ის, რომ იყოს დასკვნა, რომელიც შეესაბამება სიმართლესა და კანონს”, – განაცხადა ვოლსკიმ.