გია ვოლსკი - საზოგადოება არ არის განწყობილი, არეულობასა და ქაოსში დაბრუნდეს
მე ვიცი, საზოგადოება არ არის განწყობილი, დაბრუნდეს არეულობასა და ქაოსში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ტურში საჭიროა ამომრჩევლის მობილიზაცია და საარჩევნო მარათონის ლოგიკური დასასრული გამარჯვება იქნება.
„რასაკვირველია, მობილიზაციაა საჭირო. ვინც მხარს გვიჭერს და ჩათვალა, რომ ამ პერიოდში გაბრაზება უფრო მეტია, ვიდრე მხარდაჭერის გამოვლინების სურვილი, ვინც ჩათვალა, რომ მაინც გამარჯვებული ვიყავით და თვითდარწმუნებული იყო, ყველა უნდა იყოს მობილიზებული. ვფიქრობ, მეორე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. გამარჯვება ამ საარჩევნო მარათონის ლოგიკური დასასრული იქნება.
მე ვიცი, საზოგადოება არ არის განწყობილი, დაბრუნდეს არეულობასა და ქაოსში. საზოგადოებას გაცილებით მეტი მოთხოვნები აქვს, სოციალური თემა ინება, პოლიტიკური თემა იქნება, მაგრამ ანგარიშს უწევენ იმ მდგომარეობას, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს.
ლოგიკური აზროვნება და პრაგმატული გადაწყვეტილებები ყოველთვის ჭარბობდა ქართულ საზოგადოებაში და ამის იმედი უნდა ვიქონიოთ. ოპოზიცია მუდმივად გაერთიანებული იყო, ფაქტია, რომ 25 თუ 24 ადამიანი იბრძოდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და არც ერთი არ ყოფილა ისეთი, რომელიც გარკვეულწილად, არ ყოფილა დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ორგანიზაციულად თუ არა ყოველ შემთხვევაში თავისი რიტორიკით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.