გია ვოლსკი - სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით სერიოზული გაუგებრობაა, ეს არის მოკავშირის მიმართ გახსნილი ცეცხლი
გია ვოლსკი - სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით სერიოზული გაუგებრობაა, ეს არის მოკავშირის მიმართ გახსნილი ცეცხლი

სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით სერიოზული გაუგებრობაა, ეს არის მოკავშირის მიმართ გახსნილი ცეცხლი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„აშშ-ის ვიზა არ მაქვს. საკითხის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულებაა, როცა კანონმდებელი კანონს იღებს და ის, შეიძლება, დასანქიცრდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არასწორია. რაც მთავარია, რადიკალური სხვაობაა იმ პოლიტიკასთან, რომელიც ატლანტიკურ საბჭოს აქვს. იმედია, ეს ოდესმე დასრულდება. არის სერიოზული გაუგებრობა. ეს არის მოკავშირის მიმართ გახსნილი ცეცხლი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა 6 ივნისს საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.