გია ვოლსკი - საქართველო რეგიონში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს და მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, Freedom House-ის შენიშვნები სიღრმისეულად უნდა იყოს განხილული.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მედიას თუ რაიმე პრობლემა აქვს ხელისუფლებისგან, შეუძლიათ, განცხადება გააკეთონ.
„ფაქტია, რომ საქართველო რეგიონში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს და მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება” მოვიდა. შეიძლება პოლიტიკოსებმა თქვან, რომ სააკაშვილის დაკავება პრობლემას ქმნის, მაგრამ კანონის უზენაესობა, სასამართლო და საგამოძიებო სტრუქტურები არსებობენ, რომელთაც სერიოზული მასალა გამოაქვეყნეს იმ გადაცდომების თაობაზე, რასაც ადამიანის უფლებების დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა ჰქვია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ორგანიზაციის მოსაზრება პოლიტიკურად შეიძლება გამართულია, მაგრამ სამართლებრივად არა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირ შემთხვევაში Freedom House კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მასალებით ხელმძღვანელობს. ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება” დაარსა და ხელისუფლების სათავეში მოიყვანა, რომელმაც უმძიმესი რეჟიმი შეცვალა. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილზე შეტევა ყოველთვის იქნება, მითუმეტეს, ოპონენტი პოლიტიკური პარტიებისგან. არ უარვყოფ, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებაზე გავლენა აქვს და გარკვეული რესურსი გააჩნია, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ ეს რესურსი ქვეყნის საკეთილდღეოდ იხარჯება. თუკი რაიმე საკითხი არსებობს, რომ პარტიის დამფუძნებლებთან იყოს შეთანხმებული, ვფიქრობ, რომ ამისგან თავი არც პარლამენტის თავმჯდომარემ არ უნდა შეიკავოს. reedom House-მა გადაწყვიტა, რომ ამას არაფორმალური მმართველობა დაარქვას”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.